2023 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1 პროცენტით (263.2 ლარით) გაიზარდა და 1 804.5 ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 799.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 22.2 პროცენტით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 181.4 ლარი (გაიზარდა 19.1 პროცენტით);
• მშენებლობა - 2 590.3 ლარი (გაიზარდა 18.9 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 525.0 ლარი (გაიზარდა 25.1 პროცენტით).
2023 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 437.1 ლარით, ხოლო კაცების - 2 161.6 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 196.5 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 333.2 ლარი (18.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
უახლესი