2023 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 568.9 ათასი მგზავრი, რაც 47.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 176.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 50.9 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2023 წლის II კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 560.2 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.5 პროცენტს შეადგენს და 48.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 8.7 ათასი მგზავრი, რაც 6.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 60.7 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 39,3 პროცენტი (2023 წლის II კვარტალში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა