მიმდინარე მაჩვენებლებით იაპონიიდან იმპორტიც და ექსპორტიც შემცირებულია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ იაპონიიდან 334,545.50 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 391,224.98 ათასი დოლარის იმპორტი მოადინა.
საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში იაპონიიდან იმპორტი მზარდია და მან წლიურ ჭრილში მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ იაპონიიდან 615,729.46 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა.
მიმდინარე მაჩვენებლებით კი იაპონიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია და მასზე იაპონიიდან იმპორტის 94%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიიდან ყიდულობს:
რაც შეეხება იაპონიაში ექსპორტს, ის წელს 49%-ითაა შემცირებული. 2024 წლის რვა თვეში საქართველომ იაპონიაში 3,460.11 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა,ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6,839.42 ტონა პროდუქცია გაყიდა.
საქართველოდან იაპონიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ხილისა და ბოსტნეულის წვენებია, სწორედ მასზე მოდის ექსპორტის 35%-ი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იაპონიაში ყიდის:
უახლესი