იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების ნაწილი დასრულებული იქნება და დარჩება მხოლოდ მცირე სახის სამუშაოები. მოძრაობა კი, შეუფერხებლად აღდგება. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„როგორც პროექტის დასაწყისში იყო ნათქვამი, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები, თუმცა ძირითადი ნაწილი დასრულდება. მოძრაობა ამ გამზირზე შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ბენდელიანმა.
უახლესი