დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა

იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 2% შეადგინა

03-02-2025 11:00:00

2025 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.0 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:~სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (1.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (1.4 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (1.8 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-4.2 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (13.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (11.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.9 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-1.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.4 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.41 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (8.4 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.4 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.9 პროცენტით, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (22.5 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (3.9 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (4.8 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (4.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.0 პროცენტით, რაც -0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2.4 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.4 პროცენტი).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები