2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე 3,687,867.63 ლიტრი ლუდი გაიტანა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის რვა თვეში ქვეყნიდან ექსპორტზე 4,441.78 ათასი დოლარის ღირებულების 3,687,867.63 ლიტრი ლუდი გავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 23%-იანი კლებაა. 2023 წლის რვა თვეში ექსპორტზე 4,797,062.68 ლიტრი ლუდი გავიდა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში წარმოებული ლუდისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია, სადაც ლუდის ექსპორტის 25%-ი განხორციელდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ლუდი გაყიდა:
არსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველომ ყველაზე მეტი ლუდი ექსპორტზე 2023 წელს გაიატანა. გასულ წელს ქვეყანამ უცხოეთში 6,940,638.33 ლიტრი ლუდი გაყიდა, საიდანაც 8,414.98 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.
უახლესი