„სადაზღვევო ასოციაციის" ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, დაზღვევით მოსარგებლე პირები მასიურად იაფი პოლისების მფლობელები არიან, რაც ნეგატიური ტენდენციაა და სექტორის განვითარებას აფერხებს.
მისი თქმით, დაზღვეულების უმრავლესობა სარგებლობს საშუალო და იაფიანი პოლისებით, როგორიც 40-45 ლარიანი პაკეტია.
„ძვირიანი დაზღვევის სეგმენტი რეალურად ვერ მუშაობს. ის, რაზეც არის მოთხოვნა, იაფი დაზღვევის სერვისია, რომლის წილი ბაზარზე 80%-ს აჭარბებს. საქართველოს მოსახლეობის 17 % სარგებლობს კერძო დაზღვევით, სხვადასხვა მიმართულებაა, მაგრამ უმეტესობა ჯანდაცვაზე მოდის, ეს კი ხანძრისგან და ავარიებისგან ვერ დაგვიცავს.
აქ ყველაფერს განსაზღვრავს მომხმარებელი. პრობლემაა, რომ ძვირიან პროდუქტზე მოთხოვნაც არ არის, რეაბილიტაცია არ ფინანსდება, რადგან ამ ტიპის მომსახურებას არავინ არ ითხოვს", - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი Business Insider Georgia-თან.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
2022 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 909,6 მილიონი ლარი (წინა წელს - 773 მილიონი). ამასთან, სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 18% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით და საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია.
უახლესი
4 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი