2023 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 42.2 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 102.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 53.5 პროცენტით, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობა 65.4 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 111.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 208.3 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში როგორც გადატანილი ტვირთის, ასევე ტვირთბრუნვის მოცულობა 36.2 პროცენტით შემცირდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2023 წლის I კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის უდიდესი წილი, კერძოდ, 97.2 პროცენტი რეგურალურ ფრენებზე მოდის.
რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობას, 2023 წლის I კვარტალში 4.8 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 37.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.1 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 85.4 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 14.6 პროცენტი - გაგზავნილი.
2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
უახლესი
28 წუთის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე2 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა2 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს2 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა