2024 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 112.9 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 280.0 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და მგზავრთბრუნვის მოცულობა 2.7-ჯერ აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 417.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 35.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 697.5 ათასი მგზავრი (36.5 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 719.8 ათასი მგზავრი (34.0 პროცენტით მეტი).
2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.2 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 5.9 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 22.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
უახლესი