2023 წლის, I კვარტალი აჭარაში, საერთაშორისო მოგზაურების მზარდი დინამიკა ფიქსირდება. როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი წელს შედარებით ადრე, 3-4 ივნისს გაიხსნება.
„რაც შეეხება არსებულ სტატისტიკას, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები ასე გამოიყურება:
ბათუმის აეროპორტი: 2023 წლის იანვარ-მარტის მონაცემი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 53% (32’306 ვიზიტი), ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +17.1%“, - განმარტავენ რეგიონის მთავრობაში.
2023 წელს დაგეგმილია ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და განვითარება:
• გოდერძის და გომარდულის საბაგიროების დამატება;
• ღომას მთაზე და გულების ციხე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა;
• მირვეთი (ქედა) - ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკების და ხიდების მოწყობა;
• ასევე ბრილში( შუახევი)- საპიკნიკე სივრცეების მოწყობა.
უახლესი
7 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა