შვედური ტანსაცმლის ბრენდი H&M, რომელიც გაყიდვების მხრივ ევროპაში სიდიდით მეორეა, ნოემბრიდან უკრაინაში მუშაობის განახლებას გეგმავს.
როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული, რომ H&M აგრძელებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მონიტორინგს, ემზადება ხელახალი გახსნისთვის, თუმცა „კოლეგებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება“.
„H&M Group-მა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლიდან თავისი მაღაზიები დროებით დახურა. კომპანია მჭიდრო დიალოგშია პარტნიორებთან და ხელისუფლებასთან და გეგმავს, რომ 2023 წლის ნოემბრიდან ქვეყანაში მაღაზიების უმეტესი ნაწილი ეტაპობრივად გახსნას“, - აცხადებენ კომპანიაში.
ასევე ცნობილია, რომ H&M გეგმავს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, ითანამშრომლებს ადგილზე არსებულ ორგანიზაციებთან და მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის დახმარებისა და აღდგენის პროგრამებში
2022 წლის მარტში H&M-მა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეაჩერა თავისი საქმიანობა რუსეთში.
2022 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ H&M შეწყვეტს თავის ბიზნესს რუსეთში, რითაც შეუერთდება იმ კომპანიების მზარდ სიას, რომლებმაც მთლიანად დატოვეს ქვეყანა.
H&M-ისთვის რუსეთი სიდიდით მეექვსე ბაზარი იყო. აქ კომპანიამ თავის დროზე გახსნა ახალი მაღაზიები და შეამცირა ფიზიკური ბუტიკების რაოდენობა ბევრ სხვა ბაზარზე.
უახლესი