დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Helios Energy-სთან პარტნიორობით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ მზის სადგური მოაწყო

Helios Energy-სთან პარტნიორობით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ მზის სადგური მოაწყო

28-04-2024 11:40:00

Helios Energy Georgia-სა და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” თანამშრომლობით, კოკა-კოლას საწარმოს ტერიტორიაზე „ჰელიოს ენერჯიმ“ მზის პანელები დაამონტაჟა. მათი სიმძლავრე კი 704 კილოვატ/საათია.

„ახლა უკვე თქვენს კოკა-კოლაშიც აღმოაჩენთ მზის ენერგიას“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც Helios Energy Georgia ავრცელებს. 

„კოკა-კოლას საწარმო მზის ენერგიით მარაგდება. 704 კვტ დადგმული სიმძლავრე. სადგური არ არის ჩართული ნეტო აღრიცხვაში: გენერაცია სრულად მიემართება საწარმოს მოხმარებაში. მზის პანელების მონტაჟით, კომპანიის საოპერაციო ხარჯები მცირდება. დარჯანია განმარტავს, რომ ინვესტიციის უკუგების პერიოდი ბიზნესებისთვის შემცირებულია, რაც CCBG-ის საშუალებას აძლევს, მომსახურებისთვის გაწეული დანახარჯები, 3-5 წლამდე პერიოდში სრულად ამოიღოს.“, - აცხადებენ კომპანიაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები