„რკინის გუმბათი“ იყო ეფექტური, ვინაიდან ფაქტობრივად, 4 ათასი რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც ისრაელის მთავარი ქალაქების მისამართით გაისროლეს, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა განაცხადა.
მისი თქმით, „რკინის გუმბათი“ არის ერთ-ერთი უძლიერესი და სოლიდური თავდაცვის სისტემა.
„ძალიან ბევრი კითხვა იბადება ზოგადად, სიტუაციასთან დაკავშირებით. ისრაელი დემოკრატიული ქვეყანა გახლავთ. ძალიან ბევრი კითხვა ისმის და დადგება დრო ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ამჟამად ჩვენ უსაფრთხოების ძალებთან ერთად ვიბრძვით, რათა დავიცვათ ისრაელის საზღვრები“, - აღნიშნა ისრაელის ელჩმა.
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, აქვს თუ არა ელჩს რაიმე სახის ინფორმაცია ტერორისტების მიერ ისრაელში, ეთნიკურად ქართველების გატაცების შესახებ.
„მე ვეყრდნობი ინფორმაციას, რომელიც თქვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. ჯერჯერობით სახელებისა და გვარების დამუშავება მიმდინარეობს. სამინისტრო საელჩოსთან კონტაქტზეა. როგორც კი ინფორმაცია ამის შესახებ იქნება, ყველა ქვეყანას მივაწვდით მათ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც ტყვედ არიან აყვანილი ღაზას სექტორში.
კიდევ ერთხელ, მინდა გამოვხატო ძალიან დიდი მადლობა იმ მაღალი დონის დახმარებისთვის, რომელსაც საქართველოდან ვიღებთ. ზოგადად, რომ ვთქვათ, ჩვენ ვიმყოფებით ომში ტერორიზმის წინააღმდეგ. მე მახსოვს თქვენი შენიშვნა, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო ისრაელის გვერდით დგას და საქართველოც მისი წევრია. ჩვენი მოლოდინია, რომ თქვენ გააგრძელებთ ჩვენს გვერდით დგომას, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავაბრუნოთ ყველა ადამიანი, ვინც ღაზას სექტორშია გატაცებული. უზრუნველვყოთ, რომ ასეთი ბრუტალური ტერორისტული აქტი არასდროს განმეორდეს“, - განაცხადა ჰადას მეიცადმა.
უახლესი
3 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი