გზა გახსნილია, ეს ფანჯარა არ დაიკეტება არასდროს - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სტატუსშეჩერებული სტუდენტები დავალიანების განულების მოთხოვნას შემხეგ წლებშიც შეძლებენ.
„5 წელი არის მაქსიმალური ვადა, როცა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს უნარჩუნდება სტუდენტობა. დღეიდან 5 წელი გადათვალეთ უკან და რეალურად, ვისაც ერთი წელი აქვს სტატუსი შეჩერებული, მომდევნო ოთხი წელი აქვს უფლება და შესაძლებლობა, გამოიყენოს ეს პროგრამა.
დავალიანების გადახდის 20% მათ არ ეხებათ, ეს იყო ჩვენი მხრიდან ვალის გამოსყიდვა, რაზეც კერძო უნივერსიტეტები სიამოვნებით დათანხმდნენ. სტუდენტებს, ვიდრე აქვთ ვადა, სანამ სტატუსი შეუწყდებათ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა - იქნება წელს, მომდევნო წელს, ან 5 წლის შემდეგ“, - განაცხადა მინისტრმა.
უახლესი