დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ სსფ-ს პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში მოვახერხებთ - ნათია თურნავა

გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ სსფ-ს პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში მოვახერხებთ - ნათია თურნავა

18-03-2024 17:00:00

სსფ- პროგრამასთან დაკავშირებით ჩვენ კვლავინდებურად განვაგრძობთ მუშაობას. არის გარკვეული საკითხები რომელზეც უფრო მეტი ყურადღება გვაქვს კონცენტრირებული რაც პრინციპულია ამ მიმართულებით, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს საკითხს ეროვნული ბანკის კანონთან დაკავშირებით და სებ-ის მმართველობითი სტრუქტურის გაძლიერების რეფორმასთან დაკავშირებით, ეს საკითხი რამდენიმე წელია უკვე განხილვის ქვეშაა. დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო სებ- მმართველობის გაძლიერების რეფორმაზე მუშაობა და სსფ- რიგი ტექნიკური მისიები იყო ამაში ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის ცვლილება გადის ეროვნული ბანკის კომპეტენციის გარეთ და მოითხოვს ფართო მსჯელობას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე პარლამენტის მხრიდან, იმისთვის რომ ეს განხორციელდეს. ჩვენ, პრინციპში საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს ამ თვალსაზრისით, განვაგრძობთ მუშაობას და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ჩვენ მოვახერხებთ [სსფ-] პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში“, - აღნიშნა თურნავამ.

 შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამა 2023 წელს შეჩერდა. IMF-ის სამწლიანი პროგრამის მოცულობა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები