დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გურიაში, სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების შესწავლა მიმდინარეობს - მინისტრი

გურიაში, სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების შესწავლა მიმდინარეობს - მინისტრი

15-09-2023 13:21:01

გურიაში, სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განმარტა, დღეისათვის არსებული მონაცემებით, ასეთი ოჯახების რაოდენობა 150-200-ზე მეტიცაა.

„ბრძანებულება გამოცემულია, ეს არის კომპენსაციების გადახდა ოჯახებისთვის, რომლის წევრებიც დაიღუპნენ, ამ ნაწილში აღნიშნული თანხები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. გარდა ამისა, ხარჯი გაიწევა სტიქიის მიმართულებით, იმ ადამიანების ხარჯებს, რომლებიც ამ ეტაპზე გამოსახლებული არიან სახლებიდან და გურიაში სასტუმროებში ცხოვრობენ, სახელმწიფო ფარავს. გარდა ამისა, ეს ეტაპი დასრულებული არ არის, აქტიურად მიმდინარეობს იმ სახლების შესწავლა, რომლებიც დაცლას საჭიროებს და საცხოვრებლად არ გამოდგება. დღეს ვიცით, რომ ასეთი ოჯახების რაოდენობა 150-200-ზე მეტიცაა, მას შემდეგ, რაც სრულად იქნება აღწერილი აღნიშნული სახლები და სპეციალისტები იტყვიან კონკრეტულ სახლზე, სახიფათოა თუ არა, ცხოვრება შეიძლება თუ არა, ამის შემდეგ იქნება ანაზღაურება ან თანხობრივი, ან სახელმწიფო შეუძენს მათ ბინებს და გადასცემს იმის სანაცვლოდ, რომლის დატოვებაც მოუწევთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა, საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება, რა მასშტაბი იქნება, თუმცა, ეს იქნება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მინისტრის თქმით, დაახლოებით, 100 მლნ ლარია წლის განმავლობაში ჯამურად, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის იქნება დახარჯული.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები