დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გუნდის თითოეული წევრის მისწრაფება, რომ მუდმივად იფიქროს სერვისების გაუმჯობესებაზე, აუცილებლად მოიტანს წარმატებას - არჩილ გაჩეჩილაძე Euromoney-ს ჯილდოზე

გუნდის თითოეული წევრის მისწრაფება, რომ მუდმივად იფიქროს სერვისების გაუმჯობესებაზე, აუცილებლად მოიტანს წარმატებას - არჩილ გაჩეჩილაძე Euromoney-ს ჯილდოზე

24-07-2024 17:30:00

“Euromoney-ს კიდევ ერთი ჯილდო გვახარებს მთელს გუნდს და გვახსენებს, რომ გუნდის თითოეული წევრის ყოველდღიური ძალისხმევა და მისწრაფება, შექმნას მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტები და მუდმივად იფიქროს სერვისების გაუმჯობესებაზე, აუცილებლად მოიტანს წარმატებას“, – ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ, Awards for Excellence-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2024 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

Awards for Excellence ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც 30-ზე მეტი წელია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში საფინანსო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს აფასებს და გამორჩეული ინიციატივების, პროდუქტებისა და სერვისების მქონე ბანკებს ასახელებს.

„30 წელზე მეტია, Euromoney საუკეთესოთა შორის საუკეთესო ბანკებს ავლენს როგორც მსოფლიოს, ასევე, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით. შეფასების პროცესში კი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ორგანიზაციების უნარს, მუდმივად გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქტების ხარისხი, სხვა ბანკებთან შედარებით აჩვენონ უკეთესი შედეგები და ამასთან, ადაპტირდნენ მუდმივად ცვალებადი ბაზრის პირობებში, რათა შექმნან მომხმარებელზე მორგებული სერვისები“, - ვკითხულობთ Euromoney-ს განცხადებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები