დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GREDA-მ სომხეთში, ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა

GREDA-მ სომხეთში, ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა

24-07-2024 12:22:00

GREDA-მ 22-23 ივლისს, კომპანია Shtigen / Շտիգեն -ის მიწვევით, სევანის ტბის სანაპიროზე გამართულ ენერგეტიკულ სამიტში მიიღო მონაწილეობა.

ორგანიზაციის ცნობით, GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ დამსწრეებს საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და ასევე, პანელურ სესიაზე 1-ელ ივლისს გახსნილ ენერგეტიკულ ბირჟაზე, შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობასა და  საქართველო-სომხეთს  შორის სამომავლო ენერგეტიკულ პერსპექტივებზე ისაუბრა.

პანელურ დისკუსიაში, რომელიც განახლებად ენერგიას ეძღვნებოდა,  სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი და მინისტრის მოადგილე ჰაკობ ვარდანიანიც მონაწილეობდნენ.

„მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ შტიგენ ჯგუფი ასოციაციას ივნისის თვიდან შემოუერთდა. კომპანია 2011 წელს სომხეთში დაფუძნდა და  ოპერირებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მზის გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა. შტიგენ ჯგუფი რამდენიმე თვეა საქართველოს ბაზარზე შემოვიდა და მზის ენერგიის პროექტებში ინვესტირების გარდა, გეგმავს ელექტრომობილების შემოყვანასა და დამტენი სადგურების მოწყობას“,- ნათქვამია GREDA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები