დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GREDA კერძო სექტორის მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს - მაია მელიქიძე

GREDA კერძო სექტორის მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს - მაია მელიქიძე

10-08-2024 16:40:00

მდგრადი ზრდისა და განვითარებისთვის, როგორც კერძო სექტორმა, ისე სახელმწიფომ სტრატეგიული ქმედებები უნდა განახორციელონ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, GREDA კერძო სექტორის მხარდასაჭერად რამდენიმე მიმართულებით  აქტიურად მუშაობს

„ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობისა და განახლებადი ენერგიის უხვი რესურსების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი შესაძლებლობების პერსპექტივა გვაქვს. მეზობელი ქვეყნების მხრიდან იკვეთება აშკარა ინტერესები ექსპორტის თვალსაზრისით, გააქტიურებულია მოლაპარაკებები სომხეთთან, მნიშვნელოვანი პარტნიორებია თურქეთი და აზერბაიჯანი. ასევე, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები შავი ზღვის კაბელის პროექტზე. ამ მოცემულობის ფონზე, მდგრადი ზრდისა და განვითარებისთვის, როგორც კერძო სექტორმა, ისე სახელმწიფომ უნდა განახორციელონ სტრატეგიული ქმედებები.სექტორის მხრიდან საჭიროა აღებული ვალდებულებების განხორციელება განახლებადი ენერგო წყაროების ობიექტების მშენებლობასთან მიმართებაში, მაგრამ ამ პროცესში ბიზნესი არაერთ ბარიერს აწყდება, რაც აფერხებს პროექტის განვითარებას და გავლენას ახდენს სექტორის მთლიან პროგრესზე. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული პროცედურების გამარტივება და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

GREDA აქტიურად მუშაობს კერძო სექტორის მხარდასაჭერად რამდენიმე მიმართულებით: პირველ რიგში,  პროექტის უფრო სწრაფი განხორციელებისთვის აუცილებელია ბიუროკრატიის შემცირება,  ბიზნესის აბსოლუტური უმრავლესობა ერთი ფანჯრის პრინციპის მომხრეა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება განახლებადი ენერგიის უპირატესობებისა და პოტენციალის შესახებ, ასოციაციამ რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა ამ მიმართულებით და კვლავ ვაგრძელებთ ბიზნესთან ერთად და სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობით. აქტიურად ვმუშაობთ ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად: კერძო სექტორს, საზოგადოებასა და სახელმწიფო შორის ხიდების აგება აუცილებელია თანამშრომლობისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად. სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს გასაუმჯობესებლად,  ვთანამშრომლობთ სამთავრობო უწყებებთან, როგორიცაა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ამ სტრატეგიულ მიმართულებებზე ფოკუსირებით და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობით, შეგვიძლია დავაჩქაროთ უფრო მდგრად, მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა“, - აცხადებს მაია მელიქიძე.

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია — GREDA 2017 წლის 4 ოქტომბერს დაარსდა. ჩვენი ორგანიზაცია მიზნად ისახავს საქართველოს განახლებადი ენერგიის  წყაროების განვითარებას, მის პოპულარიზაციასა და განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.

ჩვენ ვზრუნავთ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრისთვის კონკურენტული და სამართლიანი წესების შემუშავებასა და სფეროს შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ზრდაზე.

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, GREDA აქტიურად თანამშრომლობს როგორც პროფილურ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაცებთან და საჯარო სექტორთან.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები