დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GREDA ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი გახდა

GREDA ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი გახდა

21-03-2024 16:38:00

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია გაეროს “ქალთა გაძლიერების პრინციპების” ხელმომწერი გახდა. ქალთა გაძლიერების 7 პრინციპი გაეროს ქალთა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ შექმნილი ინსტრუმენტია, რომელიც ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააუმჯობესონ გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილზე, სექტორსა და საზოგადოებაში.

„მოხარულნი ვართ GREDA-ს WEP-ის საზოგადოებაში გაწევრიანებით, რადგან ეს პრინციპები აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენი ასოციაციის ხედვებთან, ხელი შევუწყოთ ქალთა გაძლიერებას და მათი სრული პოტენციალის ათვისებას, და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება თანაბარი სამუშაო პირობებისა და შესაძლებლობების შექმნისადმი. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებთან შეერთებით, GREDA მიზნად ისახავს არა მხოლოდ გააძლიეროს საკუთარი ორგანიზაციული ეფექტურობა, არამედ ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგიის სექტორის უფრო მდგრად და სამართლიან მომავალს საქართველოში,“- განაცხადა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები