დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გორგიას“ მხარდაჭერით შშმ პირთა დღის ცენტრი ფართოვდება

„გორგიას“ მხარდაჭერით შშმ პირთა დღის ცენტრი ფართოვდება

04-04-2024 18:10:00

დღის ცენტრი „განვითარების სივრცე“, რომელიც შშმ პირებს რეაბილიტაციასა და დროს ბედნიერად გატარებაში ეხმარება ფართოვდება, რაშიც მას ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ ეხმარება. როგორც Business Insider Georgia-სთან „განვითარების სივრცის“ დირექტორმა ნინო ორდენიძემ განაცხადა, „გორგიას“ დახმარებით დღის ცენტრი გაფართოებასა და დამატებით 15 ბენეფიციარის მიღებას შეძლებს.

მისი თქმით, ცენტრის სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. 

„ჩვენი დღის ცენტრი ემსახურება 18 წელს ზემოთ ბენეფიციარებს, რადგანაც 18+ ბენეფიციარები სწორედ, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რადგან. როდესაც ეს ადამიანები 18 წლის ხდებიან უწყდებათ აბსოლუტურად ყველა პროგრამა.

ჩვენი ცენტრი არის დიდი მხარდაჭერა, როგორც ბენეფიციარებისთვის ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის, რადგან ისინი იძულებულები არიან, რომ სახლში იყვნენ თავის შვილებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეზღუდული აქვთ შესაძლებლობები, ჩვენ ვმუშაობთ ინდივიდუალური პროგრამით, ანუ თითო ბენეფიციარზე გაქვს ინდივიდუალური გეგმა შედგენილი და აქედან გამომდინარე მიდის მათი შესაძლებლობების განვითარება.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები აქ ძალიან ბედნიერები არიან, რადგანაც 10:00-დან 18:00 საათამდე გამოდიან სახლიდან. სახლში დიდხანს ყოფნით ბევრს დეპრესიაც ეწყება.

მაბედნიერებს ის, რომ ეს ადამიანები აქ ძალიან დიდი სიხარულით მოდიან. ცენტრი ზუსტად 4 თვეა რაც გაიხსნა და აღმოჩნდა, რომ მსურველი ბევრი ბენეფიციარია, რომლებიც დღეს მომლოდინეთა სიაში გვყავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დღის ცენტრი პირველ სართულზეც გაგვეკეთებინა, რადგანაც მეორე სართულზე მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფართია საკმარისი არ იყო. ის ბენეფიციარები, რომლებიც მომლოდინეთა სიაში არიან მალე შეძლებენ ჩვენთან ყოფნას. სამწუხაროდ, ალბათ ყველას დაკმაყოფილებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ 15 ბენეფიციარს დავიმატებთ. 

ამისთვის კი მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „გორგიას“, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი ხარისხის ინვენტარი, რაც „გორგიამ“ საჩუქრად გადმოგვცა“, - განაცხადა ნინო ორდენიძემ. 

„გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, რომ კომპანია ყოველთვის ცდილობს, მხარში დაუდგეს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა შშმ ბავშვთა და შშმ პირთა დღის ცენტრები.

„გორგია“, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია მუდმივად ცდილობს მხარში დაუდგეს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა შშმ ბავშვთა და შშმ პირთა დღის ცენტრი. იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს დღის ცენტრი გადავეცით საჭირო სამშენებლო-სარემონტო მასალები, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი შეძლებს რეაბილიტაციის პროგრამის გავლას. მოხარული ვართ, რომ ქვეყანაში ასეთი ორგანიზმების რაოდენობა იზრდება და ფართოვდება, „გორგია“ კი ყოველთვის მხარს დაუჭერს მათ“, - განაცხადა ნინა ოქროპირიძემ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები