სამშენებლო ჰიპერმარკეტის „გორგიას“ ფრანჩაიზის მოპოვება უკვე შესაძლებელია. პროექტის განხორციელებით კომპანიას საშუალება ექნება საკუთარ მომხმარებელთან უფრო ახლოს მივიდეს და „გორგია“ გაჩნდეს ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქსა თუ უბანში.
შესაბამისი შეთავაზება „გორგიამ“ facebook-ზე ღიად უკვე განათავსა
შეთავაზებიდან ცნობილი ხდება, რომ თუ მსურველს აქვს მინიმუმ 300 კვ/მ ფართი და სამომავლოდ დააკმაყოფილებს ფრანჩაიზის მოთხოვნებს, მაშინ „გორგიასთან“ პარტნიორობის დიდი შანსი აქვს.
„თუ ფლობ არანაკლებ 300 კვადრატის ფართს და გსურს, გახდე გორგიას პარტნიორი, მაშინ შეავსე განაცხადი 2 წუთში და დაგიკავშირდებით.
გადადი ლინკზე, შეავსე ფორმა და გახსენი გორგიას ახალი ფილიალი შენს ქალაქში, რაიონში, უბანსა თუ სოფელში
დაგვიტოვე მონაცემები cutt.ly/UwZvDNAV“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„გორგია“ ყველაზე დიდი DIY ჰიპერმარკეტების ქსელია ამიერკავკასიაში. ის 8 ქალაქში 13 ფილიალითაა წარმოდგენილი და არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.
ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ კავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან მუშაობს.
უახლესი