დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გორგიას ბაღს ჰოლანდიური ყვავილები დაემატა

გორგიას ბაღს ჰოლანდიური ყვავილები დაემატა

09-04-2024 17:49:00

გორგიას ბაღში დიდი განახლებაა, რადგან დაემატა უამრავი ეგზოტიკური ყვავილი, მათი შეძენა მომხმარებლებს უკვე ყველა ფილიალში შეუძლია. გორგიას ბაღში შეხვდებით ისეთ ყვავილებს, როგორებიცაა:  დიფსისი, ცინერარია, კროტონი, ეპიპრემიუმი, ფიკუს ჯინსენგი, კალანჰოე, დრაცენა, ორქიდეა, სუკულენტები, ოსტეოსპერუმი, სანსევერია, სპატიფილიუმი, იუკა, ზამიოკულკასი, ზეთისხილის ხე.

ვეცდები მოგიყვეთ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ თითოეულ მათგანს:

ფიკუსი, ზამიოკულკასი, დიფსისი

გარდა იმისა, რომ ეს მცენარეები ვიზულაურად ლამაზია, ისინი დიდ როლს ასრულებენ ჰაერის გაჯანსაღებაში. მათი მოვლა მარტივია - აუცილებელია, რომ დღის განმავლობაში ნათელ ადგილას იდგას. ზაფხულში შეგიძლიათ აივანზეც დატოვოთ, ჩრდილში. რაც შეეხება მორწყვას, მათი მორწყვა თვეში მაქსიმუმ 3-4 ჯერ შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში თუ მიწა გამომშრალია და მაღალი ტემპერატურაა, შეიძლება კვირაში 2-ჯერ მორწყვაც. ამავდროულად, შეგიძლიათ მათი ფოთლების გაწმენდა ოდნავ ნესტიანი ქსოვილით.

ანთურიუმი იმ მცენარეების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლესაც ყვავილობისთვის ნათელი ადგილი სჭირდებათ. მისთვის პირდაპირი მზე საზიანოა, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს ფოთლების წვა. ის მგრძნობიარეა ზედმეტი წყლის მიმართ, მხოლოდ მაშინ უნდა მორწყათ, როცა მიწა ხელით შეხებისას გამომშრალი იქნება. რაც შეეხება სასუქს, სჭირდება 3-4 თვეში ერთხელ.

სპატიფილუმი Araceae-ს ოჯახს ეკუთვნის. მისი ყვავილები თეთრიდან მწვანე ფერში გადადის. მას უყვართ ზომიერად ჩრდილიანი ადგილი. ზაფხულის პერიოდში მცენარე ხშირად უნდა მორწყათ, რადგან ტენიანობა ხელს უწყობს მის ყვავილობას. ზაფხულში სპატიფილუმს სჭირდება სასუქი ყოველ კვირას.

ცინერარია დეკორეატიული მარადმწვანე მცენარეა. მას სჭირდება ნათელი ადგილი, მაგრამ პირდაპირი მზის სხივები მისთვის საზიანოა. უყვარს თბილი წყალი.

გაითვალისწინეთ: ზედმეტი რაოდენობის წყალი მისთვის მავნებელია.

რაც შეეხება სუკულენტებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ მეტად უხეშ და ქვაღორღიან ნიადაგში. სხვა მცენარეებთან შედარებით მათ მორწყვა სჭირდებათ შედარებით იშვიათად, ნაკლები სიხშირით. ზამთარში შესაძლებელია 2 თვეში ერთხელაც კი მოირწყას. ისინი საჭიროებენ დამატებით განათებას.

 

კროტონის მოვლის დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მას სჭირდებას კარგი განათება და სწორად შერჩეული ტემპერატურა. მისთვის აუცილებელია ნათელი ადგილი, რათა მისმა ფოთლებმა მიიღოს ლამაზი ფერი. განვითარებისთვის იდეალური ტემპერატურა +20 გრადუსია. რაც შეეხება სასუქს,  თხევადი სასუქი სჭირდება 2 თვეში ერთხელ.

გაითვალისწინეთ: თქვენს კროტონს ძირები რომ არ დაულპეს, მორწყვის შემდეგ თეფშზე გამოსული წყალი არ დატოვოთ.

ორქიდეას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მათ რგავენ სპეციალურ ნიადაგში, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ქოქოსის ქერქს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორქიდეა უნდა ჩაირგოს გამჭვირვალე ქოთანში, რათა ფესვები იყოს მაქსიმალურად ხილვადი. ორქიდეა გახლავთ სპეციფიკური მცენარე მისი მორწყვის თავისებურებებიდან გამომდინარეც. კერძოდ, მცენარე უნდა მოირწყას განცალკევებულ წყლიან ჭურჭელში მოთავსებით. რაც შეეხება ორქიდეის სასუქით უზრუნველყოფას, არსებობს სპეციალური ორქიდეასთვის განკუთვნილი სასუქები, რომელთა წყალში გახსნაც აუცილებელია ეტიკეტზე დატანილი თანაფარდობით.

როგორც სტატიიდან გამოიკვეთა ყველა მცენარეს ესაჭიროება განსხვავებული და მასზე მორგებული მოვლა, აუცილებელია, რომ მცენარეს შევურჩიოთ საჭირო ნიადაგი, ქოთანი და ადგილი. “გორგიას”  ფილიალებში  დაგხვდებათ ფლორისტი, რომელიც დაგეხმარებათ, როგორც მცენარის შერჩევაში, ასევე მისი მოვლისათვის ყველა საჭირო ინფორმაციას დეტალურად გაგიზიარეთ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები