დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გორგია“ - უკვე ვაკეშიც

„გორგია“ - უკვე ვაკეშიც

18-03-2024 13:00:00

სამშენებლო ჰიპერმარკეტ „გორგიას“ პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გახდა. კომპანიამ ახალი ტიპის სუპერმარკეტი ვაკეში, „აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრში გახსნა, სადაც მომხმარებელს ყველა იმ ბრენდის პროდუქციას სთავაზობს, რაც „გორგიაშია“ წარმოდგენილი: IKEA, CELLFAST, EMTOP, ARTEL FERRO, GENC, MONO.

„აქსის თაუერსში“ განთავსებულ „გორგიაში“ მომხმარებელს სარემონტო, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მასალები საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი ელოდება.

მიუხედავად იმისა, რომ „გორგია“ ვაკეში რამდენიმე დღის უკან გაიხსნა მომხმარებლების რაოდენობა დღიდან დღემდე მზარდია. მსგავსი ტიპი ბრენდული ობიექტი ვაკეში ამ დრომდე არ არსებობდა და ცხადია, რომ მომხმარებლებიც მარტივად შეიძინა.

„გორგია“ ჭავჭავაძის 37მ, „აქსის თაუერსის“ -1 სართულზე გაიხსნა. კომპანიის გაფართოება და ახალი ფილიალის გახსნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის, რაც თავისთავად გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.  ამ ეტაპზე ფილიალში 50-მდე ადამიანი არის დასაქმებული.

„გორგია“ ყველაზე დიდი DIY ჰიპერმარკეტების ქსელია ამიერკავკასიაში. ის  9 ქალაქში 13 ფილიალითაა წარმოდგენილი და არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით საკუთარ პროდუქციას უკვე ევროკავშირსაც სთავაზობს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები