დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26-05-2024 11:13:00

საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან საქართველოს დროშის გამოსახულებით სპეციალური „დუდლი“ გაჩნდა.

საძიებო სისტემაში აჩვენებს, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. „დუდლს“ მომხმარებელი საძიებო სისტემის შესაბამის გვერდზე გადაჰყავს, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 1918 წლის 26 მაისს მიიღო. 26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები