დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გლობალური ეკონომიკა რყევას განიცდის მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე

გლობალური ეკონომიკა რყევას განიცდის მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე

15-06-2023 17:12:03

გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს 2.1 პროცენტამდე შემცირდება, ფინანსური რისკებით აღსავსე პერსპექტივებით

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული  გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების უახლესი ანგარიშის თანახმად,ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა და ფინანსური სტრესის რისკი ძლიერდება ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში  გლობალურად მომატებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე.

პროგნოზის მიხედვით, გლობალური ზრდა 2022 წელს არსებული 3.1%-დან 2023 წელს 2.1%-მდე შემცირდება. ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში ჩინეთის გარდა, ზრდის მაჩვენებელი შარშან არსებული  4.1%-დან წელს 2.9%-მდე შენელდება. ეს პროგნოზები  ფართომასშტაბიან ვარდნას ასახავს.

სიღარიბის შემცირებისა და კეთილდღეობის გავრცელების ყველაზე საიმედო გზა დასაქმებაა,  შენელებული ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილების შექმნას ბევრად ართულებს“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფისპრეზიდენტმა აჯაი ბანგამ. მისივე თქმით: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური ზრდისპროგნოზები არ არის ბედისწერა. ჩვენ გვაქვს ვითარების შეცვლის შესაძლებლობა, მაგრამ ამისათვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ.“

ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობას განვითარებული ქვეყნების ბოლოდროინდელმა საბანკო  სტრესმა მხოლოდ შეზღუდული ზიანი მიაყენა, მაგრამ ახლა ისინი სახიფათო სიტუაციაში იმყოფებიან.გლობალური საკრედიტო პირობების მზარდი შეზღუდვების ფონზე, ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთმაფაქტობრივად დაკარგა წვდომა ობლიგაციების საერთაშორისო ბაზრებზე. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც დაბალი კრედიტუნარიანობით გამოირჩევიან. მათი ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის გასული წლის საპროგნოზო მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია, რაც დამატებითი შოკების მიმართ მათ დაუცველობას  განაპირობებს.

მსოფლიო ეკონომიკა არასაიმედო მდგომარეობაშია. აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ფარგლებს  გარეთ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი იმ დინამიზმის მისაღწევად, რომელიც საჭიროა სიღარიბის აღმოსაფხვრელად, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების დასაძლევად და ადამიანური კაპიტალის შესავსებად. 2023 წელსვაჭრობა გაიზრდება პანდემიამდე რამდენიმე წლის განმავლობაში არსებული ტემპის მესამედზე ნაკლებით. ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ვალის წნეხი იმატებს გაზრდილისაპროცენტო განაკვეთების გამო. ფისკალურმა სისუსტეებმა უკვე ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყანა სავალო კრიზისამდე მიიყვანა. იმავდროულად, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად დაფინანსებისსაჭიროება კერძო ინვესტიციების ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი ბევრად აღემატება,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ინდერმით გილმა.

უახლესი პროგნოზები მიუთითებს, რომ პანდემიის, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა  და გლობალური ფინანსური პირობებისფონზე ეკონომიკის მკვეთრი ვარდნის ურთიერთგადამფარავმა  შოკებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ფორმირებადი ბაზრების მქონე ქვეყნების განვითარება, რაც უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ 2024 წლისბოლოსთვის ეკონომიკური აქტივობა ამ ქვეყნებში დაახლოებით 5%-ით დაბალი იქნება პანდემიის დაწყებამდეპროგნოზირებულ დონეზე. დაბალი შემოსავლის მქონე, განსაკუთრებით კი უღარიბეს ქვეყნებში, ზარალი აშკარაა: ამქვეყნების მესამედზე მეტში, 2024 წელს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე  კვლავ 2019 წლის მაჩვენებელზე დაბალი იქნება.შემოსავლის ზრდის ეს სუსტი ტემპი გააღრმავებს უკიდურეს სიღარიბეს ბევრ დაბალშემოსავლიან ქვეყანაში.

ბევრ განვითარებად ქვეყანას უჭირს გაუმკლავდეს სუსტ ეკონომიკურ ზრდას, მუდმივად მაღალ ინფლაციასდა ვალის რეკორდულ დონეს. მაგრამ ახალმა საშიშროებამ, როგორიცაა განახლებული ფინანსური სტრესისუფრო ფართო გავრცელების შესაძლებლობა მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, შეიძლება კიდევ უფროგააუარესოს მათი მდგომარეობა. პოლიტიკის შემმუშავებლებმა ამ ქვეყნებში დროულად უნდა იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ფინანსური სტრესის გავრცელება და შეამცირონ მოახლოებული შიდამოწყვლადობა, -განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ აიჰან კოსემ.

ანგარიშის თანახმად, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 2022 წელს არსებული 2.6%-დან ზრდა წელს შენელდება  0.7%-მდე და 2024 წლის განმავლობაში დაბალ დონეზე შენარჩუნდება. 2023 წლის 1.1%-იანი ზრდის შემდეგ, აშშ-ი ეკონომიკა 2024 წელს 0.8%-მდე შენელდება, ძირითადად, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების მკვეთრიზრდის გავლენის გამო. ევროზონაში 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის შენელება 0.4%-მდე 2022 წლის 3.5%-დან, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდის შემაფერხებელი ეფექტის გამო.

ანგარიში ასევე იძლევა ანალიზს, თუ როგორ მოქმედებს აშშ- საპროცენტო განაკვეთების ზრდა ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებზე. გასული წელიწადნახევრის განმავლობაში სახაზინო შემოსავლების ორწლიანი ზრდისუმეტესი ნაწილი გამოწვეული იყო ინვესტორების მოლოდინებით აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის მიმართ ინფლაციისგაკონტროლებასთან დაკავშირებით. ანგარიშის მიხედვით, ამ კონკრეტული ტიპის საპროცენტო განაკვეთის ზრდაასოცირდება განვითარებად ქვეყნებში არახელსაყრელ ფინანსურ ეფექტებთან, მაღალი ალბათობის ფინანსური კრიზისისჩათვლით. უფრო მეტიც, ეს ზემოქმედება განსაკუთრებით გამოხატულია იმ ქვეყნებში, რომლებიც გაცილებით დიდიეკონომიკური დაუცველობით გამოირჩევიან. კერძოდ, სასაზღვრო ბაზრებზე (ქვეყნები ნაკლებად განვითარებულიფინანსური ბაზრებით და უფრო მეტად შეზღუდული წვდომით საერთაშორისო კაპიტალზე) აღინიშნება ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა; მაგალითად, სუვერენული რისკის გავრცელება ასეთ ბაზრებზე სამჯერ და მეტად იზრდება ვიდრე ფორმირებადი ბაზრების მქონე და სხვა განვითარებად ქვეყნებში.

ამასთან ერთად, ანგარიშში მოცემულია ფისკალური პოლიტიკის გამოწვევების ყოვლისმომცველი შეფასებადაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. ეს ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. საპროცენტო განაკვეთების ზრდამგაამძაფრა მათი ფისკალური პოზიციების გაუარესება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. სახელმწიფო ვალი ახლასაშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 70%- შეადგენს. საპროცენტო გადახდები ამცირებს სახელმწიფოს შეზღუდულ შემოსავლებსდაბალი შემოსავლის მქონე 14 ქვეყანა უკვე იმყოფება სავალო კრიზისში ან მის პირზეა. ხარჯების ზეწოლაგაიზარდა ამ ქვეყნებში. არახელსაყრელი შოკები, როგორებიცაა ექსტრემალური კლიმატური მოვლენები და კონფლიქტები, კიდევ უფრო მეტად აუარესებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში შინამეურნეობების მდგომარეობას, ვიდრე სადმესხვაგანსოციალური უსაფრთხოების შეზღუდული ქსელების გამო. საშუალოდ, ეს ქვეყნები მშპ-ი მხოლოდ 3%- ხარჯავენთავიანთ ყველაზე დაუცველ მოქალაქეებზე, რაც განვითარებადი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე (26%) დაბალია.

ანგარიშის სრული ვერსია ჩამოტვირთეთ აქ: https://bit.ly/GEPJune2023FullEN

ჩამოტვირთეთ მონაცემები ეკონომიკური ზრდის შესახებ აქ: https://bit.ly/GEPJune2023Data

ჩამოტვირთეთ გრაფიკები აქ: https://bit.ly/GEPJune2023AllCharts

რეგიონული ხედვები:

აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები: მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატება  5.5% -მდე 2023 წელს და შემდეგ 2024 წელს 4.6% -მდე კლება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. რეგიონული მიმოხილვა.

 

ვროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნები:  რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ ოდნავ 1.4% -მდე მოიმატებს 2023 წელს სანამ გაიზრდება 2.7% -მდე 2024 წელს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. რეგიონული მიმოხილვა.

 ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1.5% შემცირდება  2023 წელს სანამ 2% -მდე მოიმატებს  2024 წელს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. რეგიონული მიმოხილვა.

ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები: 2023 წელს მოსალოდნელია  ეკონომიკური ზრდის შენელება 2.2% -მდე და 2024 წელს მატება 3.3% -მდე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. რეგიონული მიმოხილვა.

სამხრეთი აზიის ქვეყნები: ეკონომიკური ზრდა 5.9% -მდე დაიკლებს 2023 წელს და 2024 წელს კი  5.1% -მდე.  დამატებითიინფორმაციისთვის იხ. რეგიონული მიმოხილვა.

საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნები:: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელდება 3.2% -მდე  2023 წელს და 2024 წელს 3.9% -მდე მოიმატებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. რეგიონული მიმოხილვა.

ვებგვერდი: https://www.worldbank.org/en/publication/global-economic-prospects

Facebook: facebook.com/worldbank

          Twitter: twitter.com/worldbank

          YouTube: youtube.com/worldbank

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები