დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის  ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლა

GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლა

20-06-2024 16:34:00

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ  და სააგენტოს წარმომადგენლებმა, თბილისის ტექნოპარკში, სლოვაკეთის რესპუბლიკის  ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკის უმასპინძლეს.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ავთანდილ კასრაძემ სტუმრებს GITA 2.0 - ის ახალი მიმართულებები და  სამთავრობო პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის შესაძლებლობები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივ სამუშაო პროცესზე, რომელიც გულისხმობს R&D ხარჯების მაქმიმალურ წახალისებას ახალი ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად ეკონომიკის ყველა სფეროში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები