აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საკითხზე, რომელსაც დღესთბილისის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ, განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგიტყემალაძემ გააკეთა. მან ოპოზიციას მოუწოდა თავი შეიკავონ მოსახლეობის მიზანმიმართულადშეცდომაში შეყვანისგან და განმარტა, რომ საკითხი, რომელსაც დღეს განიხილავენ ურბანულად, სამართლებრივად, სამართლიანობით და მიზანშეწონილობით სწორი და გამართულია.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული საკითხის გარშემო დეტალური განმარტებები არაერთხელ გაკეთდა.
„ოპოზიცია აცხადებს, თითქოს სამშენებლო კომპანია 9 მილიონის ნაცვლად, იგივეგადაწყვეტილებაში 3 მილიონს გადაიხდის. ეს არის ტყუილი. თუ შემოხვალთ შინაარსსა დასაკითხის განხილვაში, მიხვდებით, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ თქვენ სიმართლე არ გაინტერესებთ. თქვენი ინტერესია, ზედაპირული ინფორმაცია გაავრცელოთ, რათა მოსახლეობა შეცდომაშიშეიყვანოთ. საკითხი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი განსახილველად, ყველანაირითვალსაზრისით გამართულია, ამიტომ ჩვენ მას ობიექტურად დავუჭერთ მხარს. მე მესმის, რომ ესთქვენთვის დიდი ცდუნებაა, მაგრამ შეეცადეთ, ყველა საკითხი პოლიტიკას არ დაუკავშიროთ “ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
უახლესი