დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი ტყემალაძე: „განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაგვისახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს“

გიორგი ტყემალაძე: „განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაგვისახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს“

12-07-2024 16:58:00

თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ,ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებული ასპარეზობის შესახებ განცხადებითგახსნა. გიორგი ტყემალაძემ ქართველ ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომსაქართველოს ნაკრების პირველი ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეული და დაუვიწყარიიყო. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული ფეხბურთის უპრეცედენტომხარდაჭერისთვის მადლობა ფონდქართუს და პირადად ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. როგორცგიორგი ტყემალაძემ განაცხადა, განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაუსახა, რომ ქართულფეხბურთს არა მხოლოდ საამაყო წარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს.

 

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობის შემდგომ არ მქონია საშუალებასაჯაროდ მადლობა გადამეხადა ქართველი ფეხბურთელებისთვის. დღეს მინდა ვისარგებლოშემთხვევით და თბილისის საკრებულოს სხდომა ამ ისტორიული მიღწევის აღნიშვნით გავხსნა. მართლაც გამორჩეული და დაუვიწყარი იყო საქართველოს ნაკრების პირველი ასპარეზობა ევროპისჩემპიონატზე. ჩვენმა ბიჭებმა შესაშური გუნდურობით, შემართებით, ღირსებითა და თავდადებითისტორიული შედეგი დადეს. მადლობა მათ, მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ქართველგულშემატკივრებს, ფონდქართუს და პირადად ბიძინა ივანიშვილს ქართული ფეხბურთის ასეთიუპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილიშეიტანა ქართული ფეხბურთის ასეთ წარმატებასა და აღიარებაში; მადლობა იმ სიხარულისა დასიამაყის გრძნობისთვის, რომელიც მთელ საქართველოს, ყველა გულშემატკივარს მოგვანიჭეს. განვლილმა დღეებმა ყველას იმედი ჩაგვისახა, რომ ქართულ ფეხბურთს არა მხოლოდ საამაყოწარსული, არამედ დიდი მომავალიც აქვს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები