ინოვაცია ქართულ აგრარულ სექტორში, ბიზნესმენ გიორგი სვანიძის ზეთისხილის მეურნეობაში, ზეთისხილის ბაღის გაშენება GPS სისტემით მართვადი ჩამრგველი ტექნიკით ხდება.
როგორც Business Insider Georgia-ს „სვანიძის ზეთისხილის“ კომპანიის დირექტორმა ნიკა მარკოზაშვილმა განუცხადა, ამ დროისათვის ზეთისხილის ბაღებში, რომელიც კახეთში დედოფლისწყაროში 1000 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გაშენებული და სადაც ამ დროისათვის აქტიური საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. იმავდროულად სრულდება ახალი ბაღების გაშენებაც, რომელიც წელს 100 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს.
„2024 წელს, კომპანია ახალ სეზონს ინოვაციური ჩამრგველი აგრეგატით შეხვდა, რომელიც რამდენჯერმე ამცირებს ჩარგვის ვადებს. აგრეგატი მიერთებულია ციფრულ ტექნიკაზე და მუშაობს მხოლოდ GPS სიგნალით, რომელიც მინიმალური ცდომილებით ახორციელებს ნერგების დარგვას. აგრეგატს შეუძლია დღეში 8-10 ჰექტრამდე ბაღის გაშენება, რომელიც 5-6 ათას ნერგს მოიცავს ამ ფართობზე“, - აცხადებს ნიკა მარკოზაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო 2019 წლიდან შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC), რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია.
გიორგი სვანიძე აღნიშნული საბჭოს ორგზის არჩეულია პრეზიდენტია (2019-2021 წლებში), ხოლო დღეს ის IOC-ის საპატიო პრეზიდენტის სტატუსით განაგრძობს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.
სწორედ გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში ზეთისხილის კულტურის დანერგვა. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო.
„სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის ზეთისხილის” ბრენდის სახელითაა ბაზარზე წარმოდგენილი და პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში, აგროჰაბში, კარფურში, ფრესკოსა და სმარტში.
უახლესი