რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ წესში მდებარე მეღვინეობა „ღვინუკას” დამფუძნებელი ზურა მაისაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ გაზაფხულზე კომპანია ბაზარზე გასაყიდად სიდრის ღვინოს გამოიტანს.
„რაც შეეხება სიდრის წარმოებას, სხვა პარტნიორებთან ერთად კახეთის რეგიონში დავიწყეთ წარმოება და ეს არ ყოფილა მარტივი პროცესი, მაგრამ ვვარაუდობთ რომ გაზაფხულზე უკვე ჩვენი გამორჩეული რეცეპტით დამზადებულ სიდრის ღვინოს გამოვიტანთ ბაზარზე“,- ამბობს ზურა მაისაშვილი.
მეღივნე Business Insider Georgia-თან გასული წლის სეზონსაც აფასებს და ამბობს რომ ჭარბმა ნალექმა ხელი შეუწყო ვენახში სხვადასხვა დაავადებების გავრცელება, რამაც მოსავლის ხარისხზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და 2023 წლის რთველი ბრენდისთვის, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
თუმცა, გასულ წელს კომპანიას ასევე ჰქონდა წარმატებებიც
„გავაშენეთ „მუჯურეთულის“ ვენახი და შემდგომ 2020 წლიდან დავიწყეთ ბიოსერტიფიცირების პროცესი და 2024 წელს პირველად გვექნება შესაძლებლობა ბიო ღვინო დავამზადოთ და შევთავაზოთ მომხმარებლებს. გასულ წელს გაყიდვების მაჩვენებელი სტაბილურად შევინარჩუნეთ და მნიშვნელოვანი ზრდა არ მომხდარა არც ექსპორტში და არ გაყიდვებში. ძირითადად მოვახდინეთ 2022 წლის და უფრო ძველი ღვინოების რეალიზაცია“, - ამბობს „ღვინუკას“ მფლობელი.
ასევე გასულ წელს „ღვინუკას“ პროდუქცია 8000 მოსავალში გამოჩნდა.
მეღვინეობა „ღვინუკა“ 2018 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან კომპანიის მიზანია, რაჭული ვაზის ჯიშებისგან მაღალი ხარისხის მშრალი ღვინოების წარმოება. „ღვინუკა“ - რაჭული თეთრასა და რაჭული ძელშავისგან დაყენებული თეთრი და წითელი მშრალი ღვინოების მწარმოებელი მცირე ზომის ღვინის ბრენდია რაჭიდან, რომელიც მეღვინე ზუკა მაისაშვილმა შექმნა.
კომპანიის საექსპორტო ბაზრებია ბელგია, ნიდერლანდები და ბრიტანეთი. ღვინის სადეგუსტაციო სივრცე .
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა