დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღვინის მწარმოებელი TOP-10 კომპანია ბრუნვის მიხედვით - როგორია რეიტინგი

ღვინის მწარმოებელი TOP-10 კომპანია ბრუნვის მიხედვით - როგორია რეიტინგი

16-07-2024 15:00:00

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ღვინის წარმოებელი კომპანიები ცნობილია. 

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2023 წელს ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP- 10 ღვინის მწარმოებელი კომპანია გამოიკვეთა: 

  • სს თბილღვინო
  • სს ბადაგონი
  • სს თელავის ღვინის მარანი
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
  • სს თელიანი ველი
  • შპს ასკანელი ძმები
  • შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი
  • შპს  Bolero & Company
  • შპს მეღვინეობა ხარება
  • სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა

ვინ არიან მფლობელები: 

სს თბილღვინო - 1996 წელს დაუძნდა. სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი: ომარ მარგველაშვილი,  თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: პაატა სალია, წევრი: ზურაბ ნიკვაშვილი,

სს ბადაგონი - მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო : თავმჯდომარე/წევრი: გიორგი სალაყაია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გერმანე შენგელია, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ელისაბედ ბაგრატიონი,    წევრი: ვალერიან გორგილაძე, წევრი: ქეთევან ჯაველიძე;

სს თელავის ღვინის მარანი - 1996 წელს დაფუძნდა. მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო  თავმჯდომარე/წევრი: კახა ზუკაკიშვილი,  თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ზურაბ რამაზაშვილი,  წევრი: პაატა ცისკარიშვილი,  ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი. 

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - 2004 წელს დაფუძნდა, ალექსანდრე ივანიშვილი 25.66% ზაალ დუგლაძე, 25.68% დავით დუგლაძე,(25.68%) დავით დუგლაძე,  25.66% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს აისი ინკ, 23%. 

სს თელიანი ველი - 1997 წელს დაფუძნდა. გენერალური დირექტორი - თეიმურაზ ჯანყარაშვილი, განთავსებული კაპიტალი 4510344.18 ლარი

შპს ასკანელი ძმები - 1998 წელს დაფუძნდა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი, 45% გოჩა ჩხაიძე, /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 55%;

შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი - 2008 წელს დაფუძნდა. 100%-ს ფლობს სააქციო საზოგადოება სს ჰარვესთ ალავერდი;

შპს  Bolero & Company - 2012 წელს დაფუძნდა, კომპანიის 100% ფლობს ვახტანგ კარიჭაშვილი,ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ ;

შპს მეღვინეობა ხარება - დაფუძნდა 2012 წელს. მფლოველები: ვახტანგ ლიპარტიანი - წევრი შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება საქართველოს მარანი - 42% ქეთევან ლიპარტიანი - 0.075% ანა შიოლაშვილი-ლიპარტიანი - 0.15% სააქციო საზოგადოება ვაჩნაძიანი - 5% გიორგი იმნაძე - წევრი შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება მეღვინეობა ხარება - 52.2% ვახტანგ ლიპარტიანი - 0.075% ალექსანდრე ხარებავა - დირექტორი ალექსანდრე ხარებავა - წევრი ალექსანდრე ხარებავა - 0.5%

სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა -1996 წელსდაფუძნდა. სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარე/წევრი: დავით დუგლაძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ალექსანდრე ივანიშვილი, წევრი: ეკატერინე დუგლაძე,  ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა დირექტორი - გოჩა გიოშვილი, 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები