დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღია კარი ვართ უცხოელი პარტნიორებისთვის, რათა ჩვენი მეშვეობით შევიდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში და აწარმოონ ბიზნესი - „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი

ღია კარი ვართ უცხოელი პარტნიორებისთვის, რათა ჩვენი მეშვეობით შევიდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში და აწარმოონ ბიზნესი - „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი

15-03-2024 21:46:00

სს „ქართული ლუდის კომპანია“ ლუდის საერთაშორისო ბრენდების შემოყვანაზე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის ხელმძღვანელმა კახაბერ კოტრიკაძემ განაცხადა, ამ მიმართულებით „ქართული ლუდის კომპანიას“ წლის ბოლომდე გარკვეული სიახლეები ექნება. 

„ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ყველა სეგმენტში ჩვენი პირველობა კიდევ უფრო გავამყაროთ. იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის შემოვიტანოთ მაღალი ხარისხის, პრემიული ლუდები“, - აღნიშნა კოტრიკაძემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში კომპანიის პორტფელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და „ქართული ლუდის კომპანიამ“ საქართველოში შემოიყვანა ისეთი ცნობილი ბრენდები როგორიც არის ამერიკული Miller-ი, Guinness  - უპირობო ლიდერი სტაუტის ტიპის ლუდებს შორის და  Krombacher-ი ნომერ პირველი ლუდი გერმანიიდან ლაგერის კატეგორიაში.

„ქართული ლუდის კომპანიას“ შექმნის დღიდან აქვს სწრაფვა იმისა, რომ იყოს ლუდის ინდუსტრიაში თავისი პორტფელით ნომერ პირველი კომპანია და მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ფართო არჩევანი, ფასის, გემური თვისებების, თუ შეფუთვის ნაირსახეობის მიხედვით. პანდემიის შემდგომმა პერიოდმა დაგვანახა, რომ ქართველ მომხმარებლის აქვს მზაობა და მოთხოვნა პრემიუმ კატეგორიის ლუდების ბრენდებზე. სწორად ამ მიზნით „ქართული ლუდის კომპანიის“ პორტფელში გაჩნდა იმპორტის კატეგორია და დაემატა ისეთი ბრენდები, როგორიც არის  Miller-ი, Guinness-ი, Krombacher-ი.

2023 წელს მნიშვნელოვანი ზრდები გვქონდა სალიცენზიო პროდუქტებთან მიმართებაშიც. მაგალითად Miller-ის ბრენდის ექსკლუზივის აღებით მხოლოდ საქართველოთი არ შემოვიფარგლეთ და ვფარავთ სომხეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთს. ამიტომ ამ ბაზრებზე საკმაოდ წარმატებულად გადის ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია. 

მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ნათელი თუ ღია კარი უცხოელი პარტნიორებისთვის, რომ ჩვენი მეშვეობით შევიდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში და აწარმოონ ბიზნესი. ზრდა გვაქვს ამერიკის და ევროპის ბაზრებზეც, რადგანაც ქართული კულტურის, ქართული სუფრის ცნობადობა იზრდება და ამიტომ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქართული ლუდის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტები“, - განაცხადა კახაბერ კოტრიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანია“ 2011 წელს დაარსდა. საწარმო, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში მდებარეობს კომპანია, მისი კონცეფციით, დაგეგმარებით, საწარმოო აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებით, მართვის სისტემებითა და სტილით, შეიძლება შეფასდეს, როგორც ინოვაცია და ახალი სიტყვა არალკოჰოლური სასმელებისა და ლუდის ინდუსტრიაში. ზედაზენი რეგიონში ერთერთი მოწინავე საწარმოა, რომლის პორტფელიც აერთიანებს ადგილობრივ და ლიცენზირებულ ლუდებს, ლიმონათს, კოლას, ენერგეტიკულ სასმელს, წყაროს წყალს, არომატიზირებულ წყალს, ნატურალურ წვენს და ცივ ჩაის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები