გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მიწაზე, ქალაქ ფრაიბურგის ადგილობრივმა საბჭომ საჯარო საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი სკოლების სასადილოებში ხორცის აკრძალვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, წერს გერმანული ჟურნალი Der Spiegel.
ეს ყველაფერი იმიტომ, რომ საბჭოს დეპუტატთა უმრავლესობა „კავშირი 90/მწვანეთა“ პარტიიდანაა. ადრე მშობლები თავად ირჩევდნენ შვილების საკვებს: ხორცს, თევზს, ვეგეტარიანელ კვებას, მაგრამ ახლა მხოლოდ ვეგეტარიანული რაციონი გადაწყდა.
სამხრეთ გერმანიის ერთ-ერთი სკოლა ერთი დღით მოსწავლეებს უმ ბოსტნეულს (სტაფილო, წიწაკა, კიტრი), მუხუდოს ტომატის სოუსში ბულგარულით და მოცვის იოგურტით მიაწვდის. მეორე დღის მენიუ კი - კარტოფილი ხაჭოთი და მწვანილებით, მწვანე სალათა და საზამთროს ნაჭერი იქნება.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ფრაიბურგის მერმა მატინ ჰორნმაც, რომელმაც განმარტა, რომ ამ გზით საკვების ხარისხის დაკარგვის გარეშე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვაა შესაძლებელი.
ეს ინოვაცია შეეხო არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც. სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზეც აიკრძალება ხორცი. სტუმრების კერძები მზადდება მხოლოდ ორგანულად მოყვანილი პროდუქტებისგან.
უახლესი