დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Gepherrini შანხაიში მაღაზიის გახსნას გეგმავს

Gepherrini შანხაიში მაღაზიის გახსნას გეგმავს

19-11-2024 14:10:00

ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია „გეფერინი", ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების გაფართოებასა და შანხაიში მაღაზიის გახსნას გეგმავს.

კომპანიამ აწარმოე საქართველოს თანადაფინანსებით, უკვე მეოთხედ მიიღო მონაწილეობა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო CIIE-ზე (China International Import Expo), რომელიც ყველაზე მასშტაბური გამოფენაა ჩინეთში.

„ამ გამოფენას ათასობით ადგილობრივი და საერთაშორისო ბაიერი სტუმრობს, რაც ქართული პროდუქციისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალი ბაზრების ათვისებისა და პარტნიორობის გაფართოების მიზნით. ჩვენი სტენდი გამოფენაზე დიდი ყურადღებით გამოირჩეოდა და მას უამრავი ვიზიტორი ჰყავდა, რაც ხაზს უსვამს ქართული პროდუქციის მიმართ მზარდ ინტერესს. ეს ინტერესი საშუალებას გვაძლევს გავაძლიეროთ საკუთარი პოზიციები ჩინეთის ბაზარზე. კომპანიამ ბოლო წლებში აქტიურად დაიწყო ჩინეთის ბაზრის ათვისება, რისი დამსახურებაცაა მზარდი ექსპორტის მაჩვენებლები“,- განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ.

„გეფერინის“ თანადამფიძნებელი შანხაის გამოფენით კმაყოფილია და აცხადებს, რომ დაიწყეს მოლაპარაკებები ბაიერებთან და მნიშვნელოვან შედეგებს ორ თვეში ელიან.

„გერფერინს“ ორი ფიზიკური მაღაზია აქვს ჩინეთში და ონლაინ პლატფორმებზეა წარმოდგენილი. სადღაც ერთ თვეში ვიწყებთ მარკეტინგულ კომპანიას და უკეთეს შედეგს დავდებთ. ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას არის შანხაიშიც“, - განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა.

როგორც ილია გეფერიძე ამბობს, შესაძლოა, წარმოების 20% ჩინეთში გადაიტანონ და რამდენიმე მოდელი ამ ბაზარზე დამზადდეს.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, ქართული ბრენდი ჩინეთის ბაზარზე Tmall-ის პლატფორმის დახმარებით შევიდა. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და მხარდაჭერით, კომპანიამ China International Import Expo-ს გამოფენაში მონაწილეობა ორჯერ − 2018 და 2019 წლებში მიიღო. სწორედ 2019 წელს გამართულ გამოფენაზე, "გეფერინიმ" შეძლო ჩინური მხარის დაინტერესება და ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმასთან საპარტნიორო ხელშეკრულებაც გააფორმა. 2020 წელს, ქართული ტყავის პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე რეალიზებისთვის ყველაფერი მზად იყო, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა, რის გამოც "გეფერინის" ნაწარმი გაყიდვაში პირველად 2022 წლის 15 ივლისს ჩაეშვა.

ამ დროისთვის ქართული ბრენდის გაყიდვების 40% შიდა ბაზარზე მოდის. ჯამში Gepherrini 8 მაღაზიას ფლობს და ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები