დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Georgian Wings-ი გერმანიის მიმართულებით სუბსიდირებულ, ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

Georgian Wings-ი გერმანიის მიმართულებით სუბსიდირებულ, ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

20-05-2024 12:38:00

ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი გერმანიის მიმართულებით სუბსიდირებულ, ჩარტერულ რეისებს შეასრულებს და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრების EURO-24-ზე დასწრებას უზრუნველყოფს. როგორც  Business Insider Georgia-ს Georgian Wings-ში განუცხადეს, ავიაკომპანიას დანიშნული აქვს  გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ჩარტერული რეისები, რათა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრების გერმანიაში ჩაიყვანა და ჩამოყვანა მოახდინოს. 

„ამ დროისათვის ინტენსიურ სამუშაო პროცესში ვართ და კვირის ბოლომდე ფრენების განრიგი და დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი“, - განმარტავენ  Georgian Wings-ში.'
 

კვირის ბოლომდე ელექტრონულ პლატფორმაზე  გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად, ერთი გზის ფასი 195 ევრო იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით 2 000 გულშემატკივრისთვის პირდაპირი ფრენები უზრუნველყოფილი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1 000 გულშემატკივრისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვსაუბრობდით ავიაბილეთების სუბსიდირებაზე, რომლებიც უკავშირდება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს. 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს. ამისათვის კი მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და გაიაფება. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ უკვე ზომები და ხდება ჩარტერული რეისების სუბსიდირება, დანიშვნა სუბსიდირებით და ასევე ვახდენთ მთელი რიგი რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები, პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში, სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 000 გულშემატკივარს. დაახლოებით 2 000 გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1 000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი, სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს ექნება საშუალება, რომ თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, მოარგოს საკუთარ განრიგს ბილეთები, მას შეუძლია დაესწროს ერთ, ორ ან სამ მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე და შესაბამის ბილეთებს შეიძენს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთის შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე. ამის შესახებ უახლოეს დღეებში დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. კვირის ბოლომდე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად ელექტრონულ პლატფორმაზე. ერთი გზის ფასი იქნება 195 ევრო,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები