ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მენეჯმენტი თელ ავისის ავიაბილეთებზე ფასების ზრდას უარყოფს. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბილეთის ფასი დგება დატვირთვიდან გამომდინარე. ხოლო რაც შეეხება თბილისს და თელ ავივს შორის ფრენებს, აღნიშნულ რეისებზე ეკონომ კლასის ყველა ბილეთი გაყიდულია და ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნეს კლასის ბილეთები.
„ძვირფასო მგზავრებო, სოც.ქსელებში აქტიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ბილეთების გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით, თელ ავივი-თბილისის მიმართულებით, თითქოს ავიაკომპანიამ ბილეთის ღირებულება 300 ლარიდან 2097 ლარამდე გაზარდა.
უახლოეს რეისებზე ეკონომ კლასის ყველა ბილეთი გაყიდულია და ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნეს კლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი. ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი“, - აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.
უახლესი