დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GEC Consulting - მეწარმეების და მენეჯმენტ საკონსულტაციო სივრცე, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

GEC Consulting - მეწარმეების და მენეჯმენტ საკონსულტაციო სივრცე, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

01-04-2025 13:01:00

თანამედროვე ბიზნესგარემო მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რომელიც კომპანიებს უბიძგებს, მიიღონ სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა 2010 წელს GEC Consulting — საერთაშორისო მენეჯმენტ- საკონსულტაციო სივრცე, რომელიც თანამშრომლობითი მიდგომით მხარს უჭერს პარტნიორების სტრატეგიული განვითარების დაგეგმვას, ბიზნესპროცესების სტანდარტიზაციასა და გაციფრულებას.

კომპანიები GEC Consulting-ს მაშინ აკითხავენ, როცა სწრაფი ზრდის მართვა სჭირდებათ, ეფექტიანობის გაზრდას ცდილობენ ან პროცესების სტრუქტურირებას და სტანდარტიზაციის შესაძლებლობებს ეძებენ, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ საკუთარი პოზიციები ბაზარზე.

 

წლების განმავლობაში, GEC Consulting-ს უკვე 200-მდე პროექტი აქვს განხორციელებილი, მათ შორისაა პარტნიორი ორგანიზაციების სტრატეგიის განვითარება, ბიზნეს ანალიტიკა და პროცესების ოპტიმიზაცია.

ჩვენი პროექტები ყოველთვის პარტნიორი კომპანიის საჭიროებებზეა მორგებული. ინდივიდუალური და თანაშექმნითი (co-creation) მიდგომით, მენეჯმენტთან ერთად ვქმნით სტრატეგიებს, ვაანალიზებთ შესაძლებლობებს და ვგეგმავთ ნაბიჯებს პარტნიორი კომპანიის წინსვლისთვის“ — ამბობს გიორგი სიმონგულაშვილი, GEC Consulting-ის დამფუძნებელი.

საკუთარი საქმიანობის განვითარება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა GEC Consulting-ისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პარტნიორების მხარდაჭერა. კომპანიის წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სათანადო გარემოს შექმნა იყო, რომელიც ოფისის შეძენით განხორციელდა. ამ პროცესში მათ ფინანსური მხარდაჭერა თიბისიმ გაუწია.

GEC Consulting- და თიბისი ბიზნესს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. გიორგი სიმონგულაშვილი უკვე რამდენიმე წელია TBC Awards-ის ჟიურის წევრია, ასევე, ბიზნეს მოდელებისა და სტრატეგიების ქოუჩ-მენტორი. ეს ურთიერთობა ორივე მხარისთვის ღირებული აღმოჩნდა და როგორც გიორგი ამბობს,  სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები