დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაზზე კომერციული ტარიფის კლება პურის ფასზე ვერ იმოქმედებს - პურის მრეწველთა კავშირი

გაზზე კომერციული ტარიფის კლება პურის ფასზე ვერ იმოქმედებს - პურის მრეწველთა კავშირი

01-09-2023 23:55:57

გაზის კომერციული ტარიფის 11-თეთრიანი შემცირება პურის გაიაფების პირობა ვერ გახდება.

მწარმოებლები აცხადებენ, რომ სხვა პრიორიტეტებია, პირველ რიგში, კადრებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება და რესურსს ამ საკითხის მოსაგვარებლად გამოიყენებენ. ამის შესახებ Business Insider Georgia -თან პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს.

„გაზის ტარიფი შემცირდა, მაგრამ მანამდე 86 თეთრიდან 1,40 ლარამდე მოიმატა, რასაც რატომღაც არავინ ითვალისწინებს. გაქცეულია ხალხი, მუშების მიღებაზე განაცხადეს კომპანიებმა, რაც ახლა მთავარი საზრუნავია. გადასახადთან დაკავშირებული შეღავათი გარკვეულწილად ხელს შეუწყობს, რომ ტექნოლოგიური ხაზიც უფრო უნდა განვითარდეს, რესურსის ნაწილი ამისკენ იქნება მიმართული.

პურის ფასს შევინარჩუნებთ, გაიაფებაზე საუბარი ზედმეტია. წარმოებაში დიდი პრობლემაა. სასწავლო წელი მოახლოვდა, მოთხოვნა გაიზრდება, ამისთვის მზად ვართ, მაგრამ კადრები მაინც რჩება პრობლემად.

მთავარია სტაბილურად შევინარჩუნოთ ფასი და კვალიფიციური მუშახელი, არ გამოვრიცხავთ, ხელფასები გავზარდოთ, ამ ეტაპზე ეს არის დარგის მთავარი საზრუნავი", - აცხადებს მალხაზ დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი სექტემბრიდან თბილისში გაზის კომერციული ტარიფი 11 თეთრით შემცირდა, ხოლო ბუნებრივი გაზის ფასი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის უცვლელი რჩება.

შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები