რუსული ენერგოგიგანტის გაზპრომის წმინდა მოგებამ, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით წლის პირველ ნახევარში 296,2 მილიარდი რუბლი შეადგინა, 2022 წელს მოგება 2,5 ტრილიონი რუბლი იყო, - ამის შესახებ ჰოლდინგის ანგარიშშია ნათქვამი.
„გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის ფამილ სადიგოვის თქმით, კომპანიაში წმინდა მოგების კლება დიდწილად განპირობებული იყო საკურსო სხვაობების ზემოქმედებით. საანგარიშო პერიოდში რუბლი დოლართან მიმართებით 24%-ით და ევროსთან 26%-ით გაუფასურდა.
„გაზპრომის“ შემოსავალმა შეადგინა 4,11 ტრილიონი რუბლი. კომპანიის მოგება გაყიდვებიდან წლის პირველ ნახევარში 3,5-ჯერ შემცირდა - 744,78 მილიარდ რუბლამდე, ხოლო მოგებამ 360,6 მილიარდი რუბლი შეადგინა (წინა წლის 3,24 ტრილიონი რუბლის წინააღმდეგ).
„გაზპრომის“ ლიკვიდურობის რეზერვი 1,1 ტრილიონ რუბლზე მეტია, რაც აღემატება მოკლევადიან სავალო ვალდებულებებს, - ამის შესახებ ჰოლდინგის ხელმძღვანელის მოადგილემ ფამილ სადიგოვმა განაცხადა. .
უახლესი