დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გაცვლითი კურსისა და ფულადი გზავნილების რაოდენობის გათვალისწინებით, მშპ-ის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი - ISET

გაცვლითი კურსისა და ფულადი გზავნილების რაოდენობის გათვალისწინებით, მშპ-ის მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი - ISET

17-10-2023 20:00:21

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის მესამე და მეოთხე კვარტლების მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდის პროგნოზი განაახლა. 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის შეფასების თანახმად, 2023 წლის მესამე და მეოთხე კვარტლების განმავლობაში მშპ-ის რეალური ზრდის წლიურმა მაჩვენებლებმა 9.6% და 9.2% შეადგინა.

ივლისის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წელს წლიური ზრდის პროგნოზი 8.5%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, გადაჭარბებულადაა შეფასებული. ეს იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ რუსეთის ომს უკრაინაში, სანქციებსა და ფართომასშტაბიან მიგრაციას ქართულ მონაცემთა წყაროებში შესაბამისი ანალოგი არ ჰქონია.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი მანამდე არსებული 5%-იდან, 6%-მდე დააკორექტირა. მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, პროგნოზის დაკორექტირების მიზეზებია პროდუქტიულობის ფაქტორების და განხორციელებული ინვესტიციების ზრდა, აგრეთვე უცხოური ფულადი ნაკადის გაზრდილი შემოდინება, რაც დაკავშირებულია ქვეყნის შიდა ხარჯვის სტიმულირებისკენ მიმართულ მიმდინარე გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები