დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გასულ წელთან შედარებით გაცილებით მეტ ზეთისხილის მოსავალს ველოდებით - „სვანიძის ზეთისხილი“

გასულ წელთან შედარებით გაცილებით მეტ ზეთისხილის მოსავალს ველოდებით - „სვანიძის ზეთისხილი“

24-08-2024 16:18:00

წელს ბევრად მეტ ზეთისხილის მოსავალს ველოდებით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „სვანიძის ზეთისხილის“ კომპანიის დირექტორმა ნიკა მარკოზაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წელს ერთი მსხმოიარე ბაღიდან კომპანია 400 ტონამდე მოსავალს ელოდება.

„შარშანდელთან შედარებით გაცილებით ბევრჯერ და ბევრად მეტი ზეთისხილის მოსავალს ველოდებით. ამ ეტაპზე 350-400 ტონამდე მოსავალს ველით, ანუ საუბარია ერთ მსხმოიარე ბაღზე. ზეთისხილის ხეების ნაწილიდან მომავალი წლიდან მოსავალი უკვე უნდა გაგვიორმაგდეს. რაც შეეხება მოსავლის აღებას, ოქტომბრიდან იწყება და სავარაუდოდ დეკემბრამდე გაგრძელდება“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

ნიკა მარკოზაშვილის თქმითვე, კომპანია წელსაც აქტიურად გააგრძელებს ზეთისხილის დარგვას, რათა ბაღების ფართობი გაზარდოს. შემოდგომიდან კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“ ზეთისხილის ნერგებს დამატებით 150-200 ჰა-ზე დარგავს. 

„აქტიურად ვაპირებთ ასევე ზეთისხილის ბაღების გაშენებას, რადგანაც უკვე დავნერგეთ ისეთი ტექნოლოგები რგვა ხდება არა ხელით არამედ უკვე შესაბამისი ტრაქტორის საშუალებით. რამაც გაზარდა დარგვის ხარისხი და შეამცირა დარგვის დრო და ხარჯი. რგვის პროცესი დაიწყება გვიანი შემოდგომიდან“, - აცხადებს „სვანიძის ზეთისხილის“ ხელმძღვანელი.

ზეთისხილის ნერგების დარგვა ისევ კახეთში მოხდება. როგორც ნიკა მარკოზაშვილი ამბობს „კახეთი ამ კულტურისთვის კარგი და ხელსაყრელი ადგილი აღმოჩნდა“.

როგორც ცნობილია ბიზნესმენ გიორგი სვანიძის ზეთისხილის მეურნეობაში, ზეთისხილის ბაღის გაშენება GPS სისტემით მართვადი ჩამრგველი ტექნიკით ხდება.

აღსანიშნავია, რომ გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო 2019 წლიდან შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC), რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია.

გიორგი სვანიძე აღნიშნული საბჭოს ორგზის არჩეულია პრეზიდენტია (2019-2021 წლებში), ხოლო დღეს ის IOC-ის საპატიო პრეზიდენტის სტატუსით განაგრძობს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.

სწორედ გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში ზეთისხილის კულტურის დანერგვა. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო.

„სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის ზეთისხილის” ბრენდის სახელითაა ბაზარზე წარმოდგენილი და პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში, აგროჰაბში, კარფურში, ფრესკოსა და სმარტში.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები