ენერგეტიკული ბაზრის გადავადებაზე მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება მათი მხრიდან იყო არგუმენტირებული, - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.
მისი განმარტებით, ენერგეტიკული ბირჟის და ბაზრის გახსნის გადავადების არგუმენტები მთავრობს ხრიდან იყო ჩვენს რეგიონში არსებული საომარი მოქმედებებიდან და მასთან დაკავშირებული ენერგეტიკული სირთულეები.
„რაც საკმარისი არგუმენტი იყო ბაზრის გახსნის გადავადებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა შიგნიდან და თავად ბაზრის მონაწილეები ყველა მზად იყვნენ, გარე რისკებმა გადაწონა შიგნით არსებული მზაობა. თუმცა ენერგეტიკის სექტორი არ მოდუნდება და ის საცდელი ვაჭრობები გაგრძელდება მომავალშიც. გარდამავალი პერიოდის დოკუმენტები რომელიც გვაქვს იქ გარკვეული კორექტირებები გაკეთდება და სისტემის მზაობა ბაზრის გახსნისთვის შენარჩუნება და როგორც კი შესაბამისი რისკები შემცირდება ბაზრის გახსნაც მოხდება“, - აცხადებს დავით ნარმანია.
როგორც ცნობილია, ივნისში საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დაწყება მეექვსედ ამჯერად ერთი წლით გადავადდა.
უახლესი
14 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე16 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა16 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს