სასიხარულოა, რომ [ეროვნულმა ნაკრებმა] ამდენი დადებითი ემოცია მოუტანა ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, ეს მეტ მოტივაციას აძლევს „ჯვაროსნებს“ რომ მომავალშიც მსგავსი წარმატებები ჰქონდეთ.
„როგორც დავაანონსეთ, ჩვენ ამ ტურნირზე ევროპის გაოცებას ვაპირებდით და მართლაც, ისე მოხდა, რომ გარდა იმისა, რომ მერვედფინალის საგზური მოვიპოვეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ფეხბურთის სიმპათია დავიმსახურეთ, ევროპელ ხალხში მოვიპოვეთ ის სიყვარული, რომელსაც ეს გუნდი იმსახურებს. სასიხარულოა, რომ [ეროვნულმა ნაკრებმა] ამდენი დადებითი ემოცია მოუტანა ქვეყანას და რა თქმა უნდა ეს დამატებით მოტივაციას და პასუხისმგებლობას აძლევს ჩვენს ნაკრებს, რომ მომავალშიც მსგავსი წარმატებები გვქონდეს“, - აღნიშნა მუჯირმა.
დღეს საღამოს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მთავრობის მიერ დაანონსებული ნაკრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.
უახლესი
3 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი