ცეცხლი აინთო • Tsetskhli Ainto ბარბექიუს რესტორანი თბილისში პირველია, სადაც მომხმარებლებს მხოლოდ მაყალზე მომზადებული კერძების, პირველ რიგში კი ნამდვილი კახური მწვადის დაგემოვნება შეუძლიათ. რესტორანი ახალგაზრდებმა, მიხეილ ჩაფურიშვილმა და გიორგი ახსაბაძემ ერთი წლის წინ გახსნეს და მოთხოვნა უკვე იმდენად დიდია, რომ უკვე ბიზნესის განვითარების გეგმაზეც მუშაობენ.
„ერთ წელიწადში წარმოება გავაორმაგეთ. ვგეგმავთ მეორე ფილიალის გახსნას. ადგილი შერჩეულია და მიმდინარეობს სამუშაოები. რაც შეეხება წარმატებას ბიზნესში, ამის მიზეზია ის, რომ ხარისხი შევინარჩუნეთ და ჩვენი პროდუქცია არის იმ ტიპის ფასტ-ფუდი, რომელიც 100%-ით ქართული პროდუქტებისგან მზადება“, - ამბობს მიხეილ ჩაფურიშვილი.
მიმდინარე წელს მიტანის სერვისი დაამატეს და „ცეცხლი აინთოს“ პროდუქციის შეძენა მომხმარებლებს უკვე ,,გლოვოსა“ და ,,ვოლტის“ მეშვეობითაც შეუძლიათ.
რესტორნის თანადამფუძნებლის თქმით, მთავარია, რომ ძირითადი პროდუქტის ნიშა შეინარჩუნეს.
მზადდება როგორც კახური, ასევე კლასიკური(ნაკლებ ცხიმიანი) მწვადი, რომლის ღირებულება 16-18 ლარია. კერძს კახური შოთი უფასოდ მოჰყვება. ასევე მენიუშია ქაბაბი და ქათმის მწვადი, რომელიც ძალიან მოსწონთ სტუმრებს.
რესტორის მომხმარებელთა 20%-ს უცხოელები შეადგენენ.
„ცეცხლი აინთო" 2023 წლის 7 ივლისს გაიხსნა საბურთალოზე, ტაშკენტის 10 ნომერში. ამ ეტაპზე კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი