დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განვიხილეთ რეგულაციები, რომელიც შესაძლოა, საბანკო სექტორში შემოვიდეს - ვახტანგ ბუცხრიკიძე

განვიხილეთ რეგულაციები, რომელიც შესაძლოა, საბანკო სექტორში შემოვიდეს - ვახტანგ ბუცხრიკიძე

06-10-2023 14:54:31

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა კომერციული ბანკების დირექტორებს შეხვდა. სებ-ის ინფორმაციით, მხარეებმა საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ დაასახელა სამი საკითხი რომელის შეხვედრაზე განიხილეს. 

"დღეს ეროვნულ ბანკთან შეხვედრა შედგა, სადაც მომავალ რეგულაციებთან დაკავშირებით არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. სამ საკითხს გამოვყოფ: პირველი - ლარიზაციას, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბანკო სექტორისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვის. მეორე საკითხი უკავშირდება ფინანსური სექტორს,  თუ რა რეგულაციები შეიძლება შემოვიდეს საბანკო სექტორისთვის, როგორც  მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში. და მესამე, რაც ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება 2024 წელს საშუალო ვადაში საფინანსო სექტორი უფრო აქტიური გახდეს საკრედიტო მიმართულებით. ამაში ვგულისხმობ ფიზიკური პირების, მცირე და საშუალო, კორპორატიული ბიზნესების დაფინანსებას, რაც 2024 წელს საბანკო სექტორს უფრო გააქტიურების შესაძლებლობას მისცემს", - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კომერციული ბანკების წარმომადგენლებს მეორედ შეხვდა. 

იგივე თემაზე: 

ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები