განახლდა აქტიური სამუშაო და სასწავლო პროცესი, როგორ დავიცვათ თავი კიბერთაღლითებისგან - რჩევები
საქართველოს საბანკო ასოციაცია სასარგებლო რჩევებს გიზიარებთ
განაახლეთ პაროლი თქვენს ყველა ანგარიშზე, დააყენეთ ძლიერი პაროლი, რომელიც იქნება უნიკალური თითოეული ანგარიშისთვის.
განაახლეთ მოწყობილობები - გადაამოწმეთ, რომ თქვენს ყველა მოწყობილობაზე (ტელეფონი, სამუშაო კომპიუტერი, ლეპტოპი, ტაბი და ა.შ.) დაყენებულია უახლესი განახლებები.
დარწმუნდით, რომ თქვენ მოწყობილობაზე აქტიურია ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა.
გადაავლეთ თვალი თქვენს მობილურ აპლიკაციებს - წაშალეთ ისეთები, რომლებსაც აღარ იყენებთ და განაახლეთ აქტიურად გამოყენებადი.
დააყენეთ ორმაგი ავთენტიფიკაცია ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობაა.
თუ გიწევთ მუშაობა საზიარო მოწყობილობებზე, ვებ-ბრაუზერში გაასუფთავეთ დამახსოვრებული ბარათის მონაცემები და გამორთეთ Autofill ფუნქციონალი.
კომუნალური გადასახადები, ამანათის ტრანსპორტირება და სხვა მომსახურება გადაიხადეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ან ინტერნეტბანკიდან და არა მესამე მხარის მიერ მოწოდებულ ბმულებზე.
არ დააჭიროთ ნაცნობი თუ უცნობისგან მიღებულ საეჭვო ბმულებს და მით უფრო არ გახსნათ თანდართული ფაილები.
ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს კიბერთაღლითობის მსხვერპლი, ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მარტივი წესები, რომლებიც პოტენციური კიბერსაფრთხეებისგან დაგვიცავს
#იყავიკიბერფრთხილი #გაფრთხილდიდაგააფრთხილე
უახლესი
1 საათის წინ
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მცირდება18 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა