დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გამოკითხულ ბიზნესს პოზიტიური მოლოდინები აქვს - BAG ინდექსი

გამოკითხულ ბიზნესს პოზიტიური მოლოდინები აქვს - BAG ინდექსი

26-03-2024 13:10:00

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2024 წლის I კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 43.6 ქულა შეადგინა და წინა კვარტლების მსგავსად, ბუმის ფაზაში იმყოფება, რასაც განაპირობებს როგორც ბიზნესის ოპტიმისტური მოლოდინის არსებობა, ასევე მიმდინარე მდგომარეობის პოზიტიურად შეფასება.

A diagram of a graph

Description automatically generated with medium confidence

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა 60.8 ქულას მიაღწია, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია ინდექსის წარმოების  ისტორიაში. განსაკუთრებით გაუმჯობესებულია მოლოდინები ვაჭრობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში.

 

 

 

 

 

 

 

 

რაც შეეხება მიმდინარე მდგომარეობის შეფასებას, 2024 წლის I კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, მაჩვენებლები გაუარესდა ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში. აღნიშნული, სავარაუდოდ, განაპირობა I კვარტალში შემცირებულმა გაყიდვებმა, რაც ზემოხსენებულ სექტორებში გამოკითხულმა კომპანიებმა დააფიქსირეს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ I კვარტალში მეოთხე კვარტალთან შედარებით, ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში გაყიდვების შემცირება, ხოლო მეორე კვარტლიდან გაყიდვების ზრდა, ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა, შესაბამისად, ამავე სექტორებში გაზრდილი პოზიტიური მოლოდინები, შესაძლოა დიდწილად, აღნიშნული ფაქტორით იყოს განპირობებული.

A graph of different numbers

Description automatically generated with medium confidence

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები