დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Galt&Taggart-ის წარმომადგენელი -  ბოლო წლებში ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების დივერსიფიკაცია მოახდინეს და ოქროს შესყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდეს

Galt&Taggart-ის წარმომადგენელი - ბოლო წლებში ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების დივერსიფიკაცია მოახდინეს და ოქროს შესყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდეს

08-04-2024 17:05:00

სებ-ის საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთაშორისო რეზერვებში ოქრო ემატება და რეზერვების ნაწილი მონეტარულ ოქროში განთავსდება. როგორც Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი კახა სამყურაშვილი განმარტავს, ბოლო წლებში ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების დივერსიფიკაცია მოახდინეს და ოქროს შესყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდეს. “ოქროს ფასმა ზრდა 2022 წლის შუიდან დაიწყო, რაც პირველ რიგში, განპირობებული იყო გეოპოლიტიკური რისკებით, რადგან ოქრო, როგორც წესი, უსაფრთხო აქტივად აღიქმება და არასტაბილურობის პერიოდში მისი ფასი იზრდება. გარდა ამისა, ფასის ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო ცენტრალური ბანკების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა იყო. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ცენტრალურმა ბანკებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ოქროს შესყიდვები, რისი მიზანიც რეზერვების დივერსიფიკაციაა. შედეგად, ცენტრალური ბანკების რეზერვებში ოქროს წილმა 2023 წელს 14.4%-ს მიაღწია, მაშინ როცა 2015 წელს ეს მაჩვენებელი 8.2%-ს შეადგენდა“, - აღნიშნავს კახა სამყურაშვილი. Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი ამბობს, რომ ოქროს შესყიდვებში ლიდერობენ განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკები. „მაგალითისთვის, 2023 წელს ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ჩინეთის სახალხო ბანკი იყო, რომელმაც საკუთარ რეზერვებს 225 ტონა ოქრო შემატა. მას მოჰყვებოდა პოლონეთი (130 ტონა) და სინგაპური (76.3 ტონა). არსებული ტრენდი მოსალოდნელია რომ კვლავ გაგრძელდება, ვინაიდან მრავალი ცენტრალური ბანკის გაცხადებული მიზანია რეზერვებში ოქროს წილის ზრდა“, - აცხადებს კახა სამყურაშვილი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები