დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Galt & Taggart-ი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5%-დან 6.8%-მდე ზრდის

Galt & Taggart-ი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5%-დან 6.8%-მდე ზრდის

01-04-2025 09:58:00

Galt & Taggart - გალტ & თაგარტი თვის ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზს 5.0 %-დან 6.8%-მდე ზრდის. აღსანიშნავია, რომ თებერვლის მონაცემებით ქვეყანაში ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა, იანვრის 11.1%-იანი ზრდის შემდეგ.  ამასთან, იანვარი- თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.4 პროცენტია. 

2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ენერგეტიკა, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.
Galt & Taggart-ის ზრდის პროგნოზის გადახედვა განპირობებულია მოსალოდნელზე მეტად ძლიერი ეკონომიკური ზრდით.

აღნიშნულის პარალელურად, Galt & Taggart-ი ინფლაციის პროგნოზს ამცირებს და მოელის, რომ 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7% იქნება (Galt & Taggart -ის წინა პროგნოზით 3.9%-იანი ინფლაცია იყო მოსალოდნელი).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები